დავით ჯალაღანია აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ქვეყნის წარმატებად აფასებს
დავით ჯალაღანია აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ქვეყნის წარმატებად აფასებს
15:38 08.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აცხადებს, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს მხარდამჭერია.

მისი თქმით, დოკუმენტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტეს მხარს უჭერს. ასევე, მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„ეს არის იმის გამოვლინება, რომ აშშ-ს როგორც საკონონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მხარს უჭერს რეფორმების იმ კურსს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“ - აღნიშნა ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილია, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის, ასევე იმ ქვეყნისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს.

ბეჭდვა