პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან დამოკიდებულებაში ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ შეერთებული
შტატები ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი ამბობს და ახორციელებს.
„ამერიკა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია უნდა იყოს, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს, ჩვენს სკოლაში მომავალი წლისთვის რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს დებს და არაფერს გვაძალებს“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო საგარეო მიმართულებით ავტონომიურ გადაწყვეტილებებს იღებს, ამიტომ მას ძირითად საკითხებში ამერიკასთან თანხვედრა აქვს.
„ამერიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ არ გვიღიარებია. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა ჩვენი შიდა სიტუაციიდან გამომდინარე სწორი არაა“ – განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა ჩვენი პოლიტიკის გატარების და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას გვაძლევს.
