თსუ-ში დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალი გაიმართა
თსუ-ში დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკის ტურნირის ნახევარფინალი გაიმართა
18:47 07.06.2012
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლების ბანაკის  ტურნირის ნახევარფინალის თამაში გაიმართა, რომელზეც თსუ დებატკლუბის სტუდენტებმა იმსაჯეს.
დებატების თემა იყო „ბავშვთა უფლებების დაცვა. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის, თსუ დებატების კლუბის ხელმძღვანელის თინათინ ცერცვაძის განცხადებით, მსგავსი დებატები სტუდენტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
„დებატები ზოგადი განათლებისთვისაც მნიშვნელოვანია, კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას ავითარებს. მას შემდეგ, რაც თსუ-ში დებატების კლუბი შეიქმნა, სტუდენტებმა მოახერხეს დაუფლებოდნენ დებატების ტექნიკას, რაც ძალიან შრომატევადია და ბევრ დროს საჭიროებს“.“-განაცხადა თინატინ ცერცვაძემ.
დებატკლუბის თამაშს თსუ-ს, ბავშვთა ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის სამოქალაქო კლუბების, ფონდი PH International-ის წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა