პრეზიდენტი იმ მშენებლობის ხელმძღვანელების სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს, სადაც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ
პრეზიდენტი იმ მშენებლობის ხელმძღვანელების სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს, სადაც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ
18:43 07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს, ვინც  იმ კონკრეტული მონაკვეთის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, რომლის ჩამონგრევასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობის ერთი ნაწილის ჩამონგრევისა და არამიანცის ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის ფაქტებს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრისას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის პარლამენტის შენობის გახსნამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ურეკავდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს და უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, როდესაც მინისტრი ამ ყველაფერს აკონტროლებდა, ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ნიკოლაიშვილი „ასად ვერ გაიჭრება“.

სააკაშვილმა ყველა მშენებლობის ხელმძღვანელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვა, სადაც უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

„არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ადამიანის სიცოცხლე. ამ თემაზე ძალიან გაბრაზებული ვარ“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისი პოზიცია საყოველთაოდაა ცნობილი და რომ მსგავსი თემები გულთან ახლოს მიაქვს.


ბეჭდვა