კოალიცია „ქართული ოცნება“ ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით ამ წუთებში სამართლებრივ დეტალებს არკვევს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ამბროლაძე, მესხი და ამაშუკელი 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში დაკითხეს.
საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირების ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს.
