კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დავით ზილფიმიანის თხოვნა დააკმაყოფილა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დავით ზილფიმიანის თხოვნა დააკმაყოფილა
13:58 07.06.2012
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყველა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს მოუწოდებს სალიცენზიო  პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს სიგნალის გავრცელების გეოგრაფიული არეალი.
კომისია, ხელის შეშლის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ყველა მსურველი სამაუწყებლო კომპანიისთვის ტექნიკური დახმარების გასაწევად მზადყოფნას გამოთქვამს.
ეს გადაწყვეტილება კომისიამ, გუშინ გამართულ საჯარო სხდომაზე, შპს „სტერეო პლუსის“ დირექტორისა და დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის ექპარტეშეტყობინების განხილვის შედეგად მიიღო.
ზილფიმიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანია სალიცენზიო პირობებს არღვევს და მათი გეოგრაფიული არეალი ცდება სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ დაფარვის ზონას.

ბეჭდვა