საქართველოს მთავრობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი 61 წევრისგან შედგება და მას პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს.
უწყებათშორის სამუშაო ჯგუფში ასევე შედიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ "საქპატენტის", ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები და ეროვნული ბანკის საბჭოს წარმომადგენლები.
უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნაზე პრემიერ–მინისტრის ხელმოწერილი ბრძანება უკვე ძალაშია შესული.
