ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში დღეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების შესახებ არსებული საკითხები განიხილება.
ასევე, კომისიის იმ სამომავლო საქმიანობაზე იმსჯელებენ, რომელიც 1 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს.
