ინვალიდთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა სიხარულიძემ ფილოსოფიის ყოფილი ინსტიტუტის შენობაში კარის შემტვრევის შედეგად შეაღწია.
სიხარულიძეს შენობაში შესვლაში დაქირავებული მუშები დაეხმარნენ, რომელიც ორი საათი ცდილობდნენ სპეციალური ტექნიკის საშუალებით კარის დაჭრას.
ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ შენობას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ასოციაციას გადასცემს.
„ჩვენი ოფისი, რომელიც ჭავჭავაძის 29 ნომერში მდებარეობდა, თებერვალში დაინგრა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდა“-განაცხადა სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელსაც შენობის გასაღები ჰქონდა, დღეს გაუჩინარდა.
„კარი დაკეტილი დაგვხვდა, ამიტომ ძალით გავხსენით ის და ახლა მთავარია, რომ აქ ვართ“ - განაცხადა მან.
სიხარულიძის განცხადებით, ასოციაცია ამ შენობაში დარჩება მანამ, სანამ ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს.
