გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
11:09 23.02.2012
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უმაღლეს კომისარს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის, რომელსაც მისი ოფისი საქართველოში ახორციელებს.
უმაღლესი კომისარი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა.


ბეჭდვა