ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი გაიმათება
ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი გაიმათება
15:07 06.06.2012
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი ხვალ იწყება. შეხვედრაში მონაწილეობისთვის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შედიან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ჟენვაში პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას, ასევე, დასვამს საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ.

მეორე სამუშაო ჯგუფი კი - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძილებითი გადაადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობებზე იმსჯელებს. ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თვისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასაც განიხილავს.

ბეჭდვა