ვაშაძე კლინტონის ვიზიტს წარმატებულსა და ემოციურად დატვირთულს უწოდებს
ვაშაძე კლინტონის ვიზიტს წარმატებულსა და ემოციურად დატვირთულს უწოდებს
13:14 06.06.2012
ემოციურად დატვირთული და წარმატებული უწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში აშშ-ს სახელმწიფო  მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს.

როგორც ვაშაძემ ბათუმის აეროპორტში სახელმწიფო მდივნის გაცილების ცერემონიის შემდეგ აღნიშნა, ჰილარი კლინტონი სტატუსის მიუხედავად, საქართველოში მესამედაც აპირებს ჩამოსვლას.

მინისტრის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს მოლაპარაკებაზე ფინანსური და სავაჭრო ურთიერთობების საკითხიც განიხილებოდა.

„საქართველოს არ სჭირდება დახმარება, მას სჭირდება ახალი ბაზრები, ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოში ამერიკული კომპანიების ფილიალების გახსნა“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საუბარი, ასევე, გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე პროგრამის ფარგლებში, ბათუმში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნის საკითხზე და იმაზე, თუ ვისი პატრონაჟის ქვეშ იქნება საერთაშორისო დონის უმაღესი სასწავლებელი უახლოეს მომავალში გაირკვევა, ყველა სხვა ძირითადი საკითხი შეთანხმებულია. ვაშაძის განცხადებით, უნივერსიტეტის შენობა შენდება და ის სექტემებრში შევა ექსპლუატაციაში.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ბეჭდვა