ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე პროექტ "კარდაკარის" ჩატარების ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. განსახილველ საკითხებს შორისაა კარდაკარის ჩატარების ვადების დადგენა, რეგისტრატორების კანდიდატების შერჩევის პროცედურები, შერჩეული კანდიდატების ტრენირებისა და მათი ანაზღაურების ოდენობის დადგენა.
ასევე, კომისიის წევრები სხდომაზე იმსჯელებენ ბიუჯეტის დადგენაზეც.
