გრიგოლ ვაშაძე - საქართველოსთვის ყველაზე დიდი დახმარება დამკვირვებლების გამოგზავნა იქნება
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოსთვის ყველაზე დიდი დახმარება დამკვირვებლების გამოგზავნა იქნება
12:18 06.06.2012
დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი დახმარება საპარლამენტო არჩევნებზე, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა იქნება.

როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, არჩევნები, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველაზე დიდი დახმარება, რაც ახლა გვჭირდება არის რაც შეიძლება დიდი რაოდნებობით დამკვირვებლის ჩამოსვლა და რა თქმა უნდა ამაში მეგობრების დახმარება გვჭირდება - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კლინტონისგან თანხმობა მიღებულია.

მინისტრის თქმით, საქართველო არჩევნებს ჩაატარებს უმაღლესი ევროპული და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისთვის ბათუმში ჩასვლის წინ, მან მეგობარი ქვეყნების მეთაურების სახელზე, ხელი მოაწერა წერილებს დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე.

„მათ, დამკვირვებლების ორმხრივ დონეზე გამოგზავნის შესახებ ვთხოვე“ - განაცხადა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ თვენახევრის წინ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა წერილები არჩევნებზე მოსაწვევად.

ბეჭდვა