საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ეწვევა
12:11 06.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში ჩადის.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტს  მთავრობის სახლში დაახლოებით 13:00 საათისთვის ელოდებიან.

წინასწარი ინფორმაციით, იგი ქუთაისში კულტურის სფეროს მოღვაწეებს შეხვდება და რამდენიმე მათგანს დააჯილდოებს.

პრეზიდენტი ქუთაისში დღეს ბათუმიდან ჩადის, სადაც გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრები გაიმართა. კლინტონმა ბათუმი დღეს დატოვა და აეროპორტში იგი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გააცილეს.

ბეჭდვა