ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა ჰილარი კლინტონმა საქართველო უკვე დატოვა.
ჰილარი კლინტონი ბათუმის აეროპორტიდან აზერბაიჯანში
გაემგზავრა, რითაც საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
კლინტონი აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გააცილეს.
სახელმწიფო მდივანი ბათუმში 4 ივნისს საღამოს ჩავიდა. მან საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესია გახსნა.
ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესკონფერენცია გაიმართა. მან დაათვალიერა იუსტიციის სახლი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოდერნიზებული კატარღები გადასცა.
ჰილარი კლინტონიბაქოდან თურქეთს ეწვევა, სადაც საერთაშორისო გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ მიძღვნილ მინისტერიალს გახსნის.
