აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდება. რამდენიმე საათში ჰილარი კლინტონი ბათუმს დატოვებს.
სახელმწიფო მდივანი საქართველოში 4 ივნისს ჩამოვიდა. მან საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესია გახსნა.
ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესკონფერენცია გაიმართა. მან დაათვალიერა იუსტიციის სახლი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოდერნიზებული კატარღები გადასცა.
ჰილარი კლინტონი დღეს ბაქოში გაემგზავრება, შემდეგ კი, თურქეთს ეწვევა, სადაც საერთაშორისო გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ მიძღვნილ მინისტერიალს გახსნის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მეორედ იმყოფებოდა.
