საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
20:47 05.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ბრაზილიაში დაგეგმილ გარემოს დაცვის კონფერენცია Rio+20-ში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის საკითხს.
შეხვედრაზე ხაზი ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის შესაძლებლობასაც გაუსვეს.

ბეჭდვა