ჰილარი კლინტონი - არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე მიღწეული პროგრესის ინდიკატორი იქნება
ჰილარი კლინტონი - არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე მიღწეული პროგრესის ინდიკატორი იქნება
19:13 05.06.2012
2012 წლის საპარლამენტო და 2013 საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან დიდი ინდიკატორი იქნება პროგრესის, რომელიც საქართველომ დემოკრატიის გზაზე განიცადა.  ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კლინტონის განცხადებით, ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
მან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და სანიმუშო არჩევნების ჩატარების იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს პროცესი იქნება საუკეთესო, რამ, რაც შეიძლება საქართველომ გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობის, საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდის გზაზე.
სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები, რადგან, მისი თქმით, მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საჩვენებლად.
„კი, რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე მოხდება თვითონ საქართველოში და ხალხმა, რომელიც ხმას მისცემს, მთელ მსოფლიოს ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის სხვა ხალხის, სხვა ერის სამხედრო ვარჯიშები, მნიშვნელოვანია საქართველოს არჩევნები, ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში“ - განაცხადა კლინტონმა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საქართველოს გვერდით დაუდგება.

ბეჭდვა