საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა - ამერიკული უნივერსიტეტი ბათუმში, სექტემბერში გაიხსნება.
„ეს კიდევ ერთი უნივერსიტეტია, მაგრამ ამერიკული. არის ძალიან ბევრი ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტი, რომლებიც ახლა კონსორციუმს ქმნიან. ეს კი, მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველი, სრულად ამერიკული უნივერსიტეტი იქნება. რასაკვირველია არის სხვა უნივერსიტეტებიც, მაგრამ ისინი სუფთა ამერიკულები არ არიან “ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოება სექტემბერში უნივერსიტეტის შენობის გახსნაზე მიიწვია.
მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს საიუბილეო თარიღი მიულოცა და საუკეთესო სურვილები უსურვა.
