აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.
ჰილარი კლინტონისა და მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერა. ჰილარი კლინტონს მეგზურობას საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე უწევდნენ, რომელთაც სახელმწიფო მდივანს იუსტიციის სახლში დანერგილი სიახლეები და სერვისები გააცნეს.
ჰილარი კლინტონს იუსტიციის სახლში სიმბოლურად საქართველოს პასპორტიც დაუმზადეს და გადასცეს.
