საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმის იუსტიციის სახლში იმყოფება.
კლინტონს მეგზურობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე უწევენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იუსტიციის სახლს ათვალიერებს და იქ დანერგილ სერვისებსა და სიახლეებს ეცნობა.
ამის შემდეგ დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
