ქდმ პარლამენტში „მინისტრების აღლუმის“ ჩატარებს მოითხოვს
ქდმ პარლამენტში „მინისტრების აღლუმის“ ჩატარებს მოითხოვს
14:24 05.06.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“, პოლიტიკური დებატების რეჟიმში, მინისტრების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოწვევას მოითხოვს.  
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრებს სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე პასუხს არ სთხოვს.
„უმრავლესობა და მათი კომიტეტები ნაკლებად აქტიურობენ საკუთარი მინისტრების მიმართ. მათ პასუხს არავინ სთხოვს. პარლამენტი პარლამენტს უნდა დაემსგავსოს. პოლიტიკური დებატების რეჟიმში მოვიდნენ და ჩავატაროთ მონისტრების აღლუმი“ - განცხადა ვეფხავძემ.
მისი თქმით, არავის აწუხებს, რომ სოფლების დიდი ნაწილი დასეტყვილი და ნათესები განადგურებულია.
გარდა ამისა, ვეფხვაძის განცხადებით, ბოლო 8 წელია განათლების სისტემაში მეათედ იწყება რეფორმა და ამის შესახებ პარლამენტი არ არის ინფორმირებული.
ვიცე-სპიკერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის წარმოქმნილ პრობლემაზე პარლამენტის შესაბამის კომიტეტს არ უმსჯელია.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის ასეთ მიდგომას წერტილი უნდა დაესვას.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან განათლების სისტემაში ნებისმიერი სიახლე თავიდან უკმაყოფილებას იწვევს.
„არ დაიჯეროთ თუ ვინმემ გითხრათ, რომ განათლების სისტემის რეფორმა დასრულდა და განათლების სტატიკური სისტემა იქმნება. სისტემისთვის მთავარია ინოვაციები, რასაც უაზრო ექსპერიმენტებს ეძახით. ეს კი, სისტემის დახვეწის მუდმივი მცდელობაა’’ – განცხადა გაბაშვილმა და „ქრისტიან-დემოკრატებს“ განათლების სფეროში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევა ურჩია.

ბეჭდვა