ექსპერტი გია ხუხაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შეცვლა იმიტომ უნდა, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია“ ხელშეუხებელი იყოს და ქვეყნის ინტერესებს იცავდეს.
„ქართული ოცნება“ მისი შემდგომი ქმედებებით, ამბობს, რომ თუნდაც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ფარატინა ქაღალდად ქცევა არ უღირს. ვფიქრობ, რომ ჰილარი კლინტონთან კოალიციის წევრებს ბევრი ახსნა არ დასჭირდებოდათ იმაზე, თუ რატომ არ სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში კანონით“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, კლინტონთან ამ საკითხზე საუბრის აუცილებლობა არ არის, რადგან ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისედაც საქმის კურსშია.
„ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც თავისი ხელისუფლებაში მოსვლა კონსტიტუციის გათელვის ფასად არ უღირს. მისი პოლიტიკაში ყოფნის მთავარი მიზანი ისაა რომ სწორედ კანონის უზენაესობაა დარღვეული“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს პატივისცემით რომ ეპყრობოდეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საჭიროება არ იარსებებდა.
„ბიძინა ივანიშვილმა თუ აღნიშნული კანონით ისარგებლა, მაშინ რითი განსხვავდება ის ხელისუფლებისგან. არაფრით, რადგან მაშინ ისიც კონსტიტუციის გათელვაზე მიდის“- აღნიშნა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილის ეს საქციელი თანმიმდევრული და მოქალაქეობრივად გამართლებულია.
