ჩახვაძის თქმით, კობა სუბელიანს წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებთან კომუნიკაცია არ აქვს
ჩახვაძის თქმით, კობა სუბელიანს წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებთან კომუნიკაცია არ აქვს
12:57 05.06.2012
ოპოზიციონერი დეპუტატი, ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს მოუწოდებს წყალტუბოში ძველ სანატორიუმებში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდეს და მათი სოციალური პრობლემები მოაგვაროს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განსაკუთრებით გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ დევნილები ავარიულ სანატორიუმებში „გეოლოგი“ და ,,მეგობრობა“, სადაც ოჯახებს თვეების განმავლობაში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი.
„სამინისტროს არ აქვს კომუნიკაცია დევნილებთან, რაც ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. მინისტრმა უნდა გამონახოს დრო და ყოველგვარი პიარ-აქციის გარეშე მოისმინოს დევნილების პრობლემები“ – განაცხადა ჩახვაძემ.
ამასთანავე, ჩახვაძემ აღნიშნა, რომ ამ ოჯახებს აქვთ განსახლების პრობლემა, რადგან ისინი წყალტუბოში დარჩენას ითხოვენ და ეს სახელმწიფომ უნდა გაითავლისწინოს.

ბეჭდვა