კლინტონი და სააკაშვილი ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებულ გეგმებზე ისაუბრებენ
კლინტონი და სააკაშვილი ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებულ გეგმებზე ისაუბრებენ
12:46 05.06.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებულ გეგმებზე ისაუბრებენ.  ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტისა და კლინტონის შეხვედრა დღის მეორე ნახევარში შედგება.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხება იანვარში ვაშინგტონში ორი ქვეყნის პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის მიღებულ შეთანხმებებსა და გადაწყვეტილებებს, ასევე ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებულ გეგმებს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

ბეჭდვა