საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოშიც.
„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს. ორივე მხარე ვგეგმავთ ყველა მიმართულებით თანამშრომლობას“-განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
მისი განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერისა.
