ჰილარი კლინტონი ოპოზციიდან „ქართულ ოცნებას“, „მემარჯვენეებს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეხვდება
ჰილარი კლინტონი ოპოზციიდან „ქართულ ოცნებას“, „მემარჯვენეებს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეხვდება
09:00 05.06.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეების“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას „ქრიტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე გამართავენ.
კოალიციიდან შეხვედრაში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი თეა წულუკიანი მიიღებს მონაწილეობას.
გამყრელიძის განცხადებით, იგი შეხვედრაზე ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს, მათ შორის იქნება - ჩიკაგოს სამიტის შემდეგ საქართველოს პერსპექტივები, წინასაარჩევნო გარემო და ქვეყნის უსაფრთხოება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ის საქართველოს სომხეთიდან ეწვია, ბათუმიდან კი, აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბეჭდვა