"ფრაქცია ძლიერ საქართველოში" დეპუტატ რატი მაისურაძის წერილობითი განცხადება მის ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 10 თებერვალს არის შესული.
როგორც "ფრაქცია ძლიერი საქართველოს" აპარატის უფროსმა ნანა ციკოლიამ "ნიუსპრესს" აცნობა, რატი მაისურაძემ გია თორთლაძის სახელზე განცხადება 10 თებერვალს დაწერა, რის შემდეგაც "ფრაქცია ძლიერ საქართველოში" გაწევრიანდა. რატი მაისურაძის განცხადებას ნომერი 224ვ აქვს მითითებული.
ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" კი აცხადებენ, რომ მათ პარლამენტის კანცელარიას მიმართეს, მაგრამ რატი მაისურაძის წერილი "ძლიერ საქართველოში" გაწევრიანების შესახებ ვერ აღმოაჩინეს.
