დავით ბაქარაძე ზუგდიდს ეწვევა
დავით ბაქარაძე ზუგდიდს ეწვევა
08:52 05.06.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ზუგდიდს ეწვევა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება, ასევე, მოინახულებს თხილის გადამამუშავებელ საწარმო „აგრო პლუსს“, გაეცნობა საწარმოს პირობებს და იქ დასაქმებულებს შეხვდება.
პრესსამსახურის ცნობით, გარდა ამისა, ბაქრაძე სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ეწვევა და პირადად გაეცნობა რამდენად არის მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი.

ბეჭდვა