კონტროლის პალატა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსგან“ თანხის დაბრუნებას მოითხოვს
კონტროლის პალატა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსგან“ თანხის დაბრუნებას მოითხოვს
20:42 04.06.2012
კონტროლის პალატა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ იმ თანხის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც კონტროლის პალატისვე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიისგან მომსახურების სახით მიიღო.
აღნიშნულის თაობაზე პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია მოგელაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაადგინა, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ პარტიას საკუთრი სახსრებით უსასყიდლოდ მოემსახურა. კერძოდ, მან პარტიის ოფისებში სარემონტო სამუშაოებზე 477 619 ლარი დახარჯა, რაც კონტროლის პალატის განმარტებით, შემოწირულობაა და იურიდიულ პირს ამის განხორციელება ეკრძალება.
„თუ შემოწირულობის მიხედვით კანონით დადგენილი მოთხოვნები ირღვევა, პარტია ვალდებულია 5 დღის ვადაში თნხა შემომწირველს დაუბრუნოს. ამ ვადებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება“ - ნათქვამია მოგელაძის მიერ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ გაგზავნილ წერილში.
კონტროლის პალატა მიმართავს პარტიას - აღიაროს, რომ აღნიშნული თნხა შემოწირულობაა და კანონის შესაბამისად, დაუბრუნოს უკანონო შემოწირულობის განმხორციელებელ იურიდიულ პირს „მენეჯმენტ სერვისს“.

ბეჭდვა