უკრაინის ცენტრალური კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ხვალ პრესკონფერენციას გამართავს
უკრაინის ცენტრალური კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ხვალ პრესკონფერენციას გამართავს
20:09 04.06.2012
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩი ღია დემოკრატიის კომიტეტის განსაკუთრებული მრჩევლის რანგში საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.

როგორც „ნიუსპრესს“ ღია დემოკრატიის კომიტეტიდან აცნობეს, ამ საკითხებზე დავიდოვიჩი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც დავიდოვიჩმა აღნიშნა, ის ქართველი ხალხის დემოკრატიულ ღირებულებებს მიესალმება.

„ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება საქართველოს კიდევ ერთხელ ვესტუმრო და ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი უდიდესი სურვილი ვიგრძნო“ - აღნიშნა იაროსლავ დავიდოვიჩმა.

მისივე თქმით, ღია დემოკრატიის კომიტეტი მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანიზაციაა, რომელსაც არჩევნებზე დასაკვირვებლად საჭირო პრონციპები გააჩნია.


ბეჭდვა