ჰილარი კლინტონი „ქართულ ოცნებას“, „მემარჯვენეებს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეხვდება
ჰილარი კლინტონი „ქართულ ოცნებას“, „მემარჯვენეებს“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეხვდება
19:26 04.06.2012
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში ხვალ, კოალიცია „ქართული ოცნების“, „ახალი მემარჯვენეების“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას „ქრიტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე გამართავენ.
ამ დრომდე დაუზუსტებელია, შეხვდება თუ არა კლინტონს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კოალიციიდან შეხვედრაში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი  და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი მიიღებენ მონაწილეობას.
გამყრელიძის განცხადებით, იგი შეხვედრაზე ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გაამახვილებს, მათ შორის იქნება - ჩიკაგოს სამიტის შემდეგ საქართველოს პერსპექტივები, წინასაარჩევნო გარემო და ქვეყნის უსაფრთხოება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში ევროპულ-კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. ის, საქართველოს სომხეთიდან დღეს საღამოს ეწვევა, ბათუმიდან კი, აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბეჭდვა