ევროკავშირის მისია მხარეებს განაღმვითი სამუშოების ჩატარებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის მისია მხარეებს განაღმვითი სამუშოების ჩატარებისკენ მოუწოდებს
16:57 04.06.2012
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩი ანჟეი ტიზკევიჩი მხარეებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე, განაღმვითი სამუშოებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევთან, ნაღმზე აფეთქების შედეგად ტყის მცველი დაშავდა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მოლაპარაკებების ფარგლებში, ადმინისტრაციულ საზღვართან განაღმვითი სამუშაოების ჩატარების საკითხი არაერთხელ დასვა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ამ საკითხის მომდევნო სხდომაზე დასმას აპირებს.
ახალგორის მახლობლად, გრემისხევში, გუშინ ნაღმზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა და 8 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნაღმი ოსურ-რუსულმა დაჯგუფებამ დაამონტაჟა.

ბეჭდვა