აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ, განსახილველი საკითხების ფართო სპექტრის გამო.
ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მიმდინარე კვირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. იმედია, კლინტონის ვიზიტი წარმატებით ჩაივლის“- აღნიშნა მან.
პარლამენტის სპიკერის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში განიხილება, როგორც საქართველოსთვის ისე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
როგორც ცნობილია, ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს საღამოს სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს, აზერბაიჯანში გაემგზავრება.
