„ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ „ლეიბორისტული პარტია“ თვითლიკვიდაციას აცხადებს, ხოლო მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან მიდის, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
„ნიუსპრესთან“ საუბარში შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
კომენტარი არც პარტიის პრესსამსახურში გააკეთეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტიული მუშაობის შეჩერების თაობაზე, შალვა ნათელაშვილის მიერ სიტყვიერი განკარგულება გაიცა, ხოლო პარტიის მთავარ კომიტეტში კონსულტაცია მიმდინარეობს, გაუქმდეს თუ არა იგი.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ „ნიუსპრესთან“ საუბარში შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაცია, არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
