საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ ზუგდიდს ეწვევა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერი
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება, ასევე, მოინახულებს თხილის გადამამუშავებელ საწარმო „აგრო პლუსს“, გაეცნობა საწარმოს პირობებს და იქ დასაქმებულებს შეხვდება.
პრესსამსახურის ცნობით, გარდა ამისა, ბაქრაძე სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ეწვევა და პირადად გაეცნობა რამდენად არის მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი.
