საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილოებას
საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილოებას
13:47 04.06.2012
საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას მინისტერიალზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, მინისტერიალს ევროკავშირის მხრიდან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე დაესწრება. ღონისძიებაში უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები მიიღებენ მონაწილოებას.

„მინისტერიალი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მასზე 2011 წლის 29-30 სექტემბრის ვარშავის სამიტის შემდეგ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში გატარებული რეფორმები და „აღმოსავლეთ პარტნიორობი“-ს საგზაო რუკა განიხილება“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, მინისტრიალის ფარგლებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2013 წლის სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებებასაც განიხილავენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური მინისტერიალის პირველი სხდომა ხვალ, კიშინიოვში გაიმართება.

ბეჭდვა