საგარეო უწყება ნიგერიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო უწყება ნიგერიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
13:16 04.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც  მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია, მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საგარეო უწყება ნიგერიის მთავრობასა და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს თანაუგრძნობს.
ნიგერიაში 3 ივნისს სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 150 ადამიანი გარდაიცვალა. ავიაკატასტროფა საჰაერო ხომალდის შენობებთან შეჯახებამ გამოიწვია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიგერიის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრებიდან ცოცხალი არავინ დარჩა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია კატასტროფის შედეგად, შენობებში მყოფი დაღუპული ადამიანების რიცხვი.
ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა, კატასტროფის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ბეჭდვა