ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართება, სადაც ოფიციალური თბილისის დელეგაციას საგარეო
საქმეთა მინისტრის მოდგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე, ჟენევაში, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას, ასევე, დასვამს საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ.
მისი თქმით, მეორე სამუშაო ჯგუფი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძილებითი გადაადგილებული პირებისა და დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობებზე იმსჯელებს.
ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თვისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასაც განიხილავს.
"საქართველოს დელეგაცია თანათვმჯდომარეების ყურადღებას მიაპყრობს ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის 4 მაისს ტერორისტული აქტის მცედელობაზე" - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, დაგეგმილია ოკუპაციის თემის განხილვა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გააკეთებს აქცენტს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სამართლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები ოკუპაციაა.
