"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებისგან რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს
"თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებისგან რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს
18:21 22.02.2012
პარტია "თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მიუნხენის კონფერენციაზე შეხვედრის ყველა დეტალის განმარტებას სთხოვს.  პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, მიმი გაბრიჩიძის თქმით საზოგადოებას აინტერესებს რომელმა მხარემ აანაზღაურა ამ შეხვედრისთვის საჭირო ხარჯები და კონკრეტულად სად გაიმართა შეხვედრა. ასევე ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა აცნობოს რუსულ მხარესთან რაიმე ტიპის დიალოგი ოფიციალურ დონეზე მიმდინარეობს თუ არა.
"როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამ დიალოგის აუცილებლობას, თუმცა მანამ სანამ ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის არ გახდა ცნობილი ამ თემაზე არც ერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია" - აღნიშნა გაბრიჩიძემ
რამდენიმე დღის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მიუნხენის კონფერენციაზე ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მიუნხენში ქართული დელეგაცია იგორ ივანოვს და რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს საკმაოდ თბილ გარემოში შეხვდა.

ბეჭდვა