საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს, ქუთაისში ელოდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, იგი კოპიტნარის აეროპორტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.
კოპიტნარში მიმდინარეობს ახალი სანავიგაციო
სისტემების დანერგვა და ახალი სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა.
სპეციალისტთა გათვლებით, აეროპორტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკოპანიების მოზიდვას.
კოპიტნარიდან ფრენა განხორცილედება როგორც რეგიონის ისე ევროპისა და აზიის მიმართულებით.
კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციის დასრულება 2012 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება.
