აშშ-სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ საქართველოში აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.
ხვალ ჰილარი კლინტონი პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს, რის შემდეგაც სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართება.
გარდა ამისა, ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია გემის გადაცემის ოფიციალური ცერემონია.
სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
კლინტონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს.
კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა და 6 ივნისს ის აზერბაიჯანს ეწვევა.
