ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ბაუჩის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის
შესახებ „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტერორისტმა-კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომანქანით გაიარა ეკლესიის ახლოს მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი და ეკლესიის შენობას შეეჯახა.
ტერაქტზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმც,ა მანამდე რადიკალურმა ნიგერიულმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ხარამმა“ არაერთხელ განახორციელა ტერაქტები, მათ შორის ეკლესიების შენობებში.
„ბოკო ხარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ნიგერიის მთელს ტერიტორიაზე შარიათის დაკანონებისთვის იბრძვის.
