"ქრისტიან–დემოკრატები" პარტიების შემოწირულობების ლიმიტის გაზრდის საკითხს აყენებენ.
მათ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც პარტიებისთვის ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ოდენობის გაზრდას და კანონის დარღვევისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნას შეეხება.
ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" პროექტით, თუ პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში 10 000-დან 50 000 ლარამდეა, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება 1 წლის განმავლობაში მოეხსნება, თუ 50 000-დან 100 000 ლარამდეა, დაფინანსება 2 წლის განმავლობაში მოეხსნება, ხოლო თუ 100 000 ლარზე მეტია, პარტიას სახელმწიფო დაფინანსება 4 წლის ვადით გაუუქმდება.
ახალი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.
