ევროპის კვირეულთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა
10:33 03.06.2012
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური მიღება გაიმართა.
მიღებას ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი ფლორან სტორა და სხვები.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. იგი ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს 60 სტუმარი ეწვია. შეხვედრებისა და დებატების მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაცია, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იყო.

ბეჭდვა