ანაკლიაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი გაიხსნა.
ბულვარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად ვალდას ადამკუსთან ერთად გახსნა.
ცერემონიალის შემდეგ მათ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.
მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ორი ქვეყნის მეგობრობაზე და საქმიან ურთიერთობაზე ისაუბრა და 2008 წელს ლიტვის მხარდაჭერა გაიხსენა. ადამკუსმა კი ბოლო დროს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„ვალდას ადამკუსმა რამდენჯერმა გადამწყვეტ მომენტში საქართველოს წარმოუდგენელი დახმარება აღმოუჩინა, ეს მოხდა 2008 წელს როცა ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობაში მხარდაჭერა გვჭირდებოდა. რამდენიმე ევროპელ მეგობართან ერთად ის ცოცხალ ფარად გადაეფარა საქართველოს ‘’- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით , ორი ქვეყნის დამეგობრების საქმეში უდიდესი წვლილი პირადად ვალდას ადამკუსს მიუძღვის .
