ვახტანგ ყოლბაია - ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში მიმოსვლის რეჟიმს გაამკაცრებს
ვახტანგ ყოლბაია - ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში მიმოსვლის რეჟიმს გაამკაცრებს
17:31 22.02.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ანქვაბზე დღეს განხორციელებული  თავდასხმა მის ხასიათს უკავშირდება.
"ანქვაბი ცნობილია როგორც მტკიცე ხელის, დისციპლინის მოყვარული და მომთხოვნი პიროვნება. შეიძლება ეს ვიღაცეებს შიგნით არ მოსწონთ" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მისი თქმით, ამჟამად დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა გადასავლელი ჩაკეტილია. ყოლბაია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საბოოლოოდ სერიოზულ გართულებამდე არ მივა, თუმცა მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში გამკაცრებული იქნება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა. გუდაუთა-სოხუმის გზის მონაკვეთზე ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს თავს დაესხნენ. ალექსანდრე ანქვაბი ტერაქტის შედეგად არ დაშავებულა. მისი დაცვის სამი წევრი დაიჭრა. მათგან ერთი გარდაიცვალა.

ბეჭდვა