საქართველოს უხუცესთა დარბაზი მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს. ამის შესახებ უხუცესთა დარბაზის წევრებმა, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ შეკრებისას განაცხადეს.
როგორც უხუცესთა დარბაზის საპატიო თავმჯდომარემ, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით საქართველოს გაუჩნდა შანსი მსოფლიოში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
„ბრძოლა, რომელიც ახლა არის წამოწყებული საქართველოში ბოლომდე უნდა მივიდეს. ან უნდა დავიღუპოთ ან უნდა გავიმარჯვოთ. ასეთი შანსი აღარ გვექნება“- განაცხადა ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ 27 მაისს „ქართული ოცნების“ აქციაზე ქართველმა ხალხმა ერთსულოვნებით უმაღლესი მაგალითი აჩვენა.
„ასეთი ერთსულოვნება მე არც მინახავს და არც გამიგონია,“-აღნიშნა რეჟისორმა. მისივე განცხადებით, უხუცესთა დარბაზი მზადაა „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული აქციების დროსაც გვერდით დაუდგეს.
