გასულ წელს "კანონის უხეში დარღვევისთვის" ერთი მოსამართლე დაისაჯა
გასულ წელს "კანონის უხეში დარღვევისთვის" ერთი მოსამართლე დაისაჯა
17:24 22.02.2012
2011 წელს, "კანონის უხეში დარღვევისთვის" მხოლოდ ერთი მოსამართლე დაისაჯა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის წევრებისა და არასამთავრობო  ორგანიზაციების შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა ვალერი ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით ეს იმაზე მიუთითებს, რომ საჩივრების ავტორთა უმეტესობა განაწყენებული ადამიანები არიან, რომელთაც არც კი იციან, რომ ზემდგომი სასამართლო ინსტანცია არსებობს სადაც გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი.
დღეს გამართულ შეხვედრაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ვალერი ცერცვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესს პოზიტიური მოვლენა უწოდა.
ახალ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტის უახლოეს სესიაზე დაიწყებენ.

ბეჭდვა